ქუთაისის საქალაქო სამართლოში “საქნახშირის” საქმის განხილვა გადაიდო. ხუთი დაკავებულის ადვოკატის შუამდგომლიბით, რომელიც ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, პროცესი გადაიდო.

მოსამართლემ იმსჯელა დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ და დაცვის მხარის შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ დაკავებულთა მიერ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

6 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე გაირკვევა გააფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ექვსი დაკავებულიდან იმ ხუთთან, რომლებიც ბრალს აღიარებენ. რაც შეეხება მეექვსე დაკავებულ გოჩა ქასრაშვილს, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება