13 წთ წინ
კახა საბანაძე: “გაკეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად”
16 წთ წინ
დავით სერგეენკოს ცნობით, დიღომში აფეთქების შედეგად შვიდი ბავშვია დაშავებული
21 წთ წინ
დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება
6 საათის წინ
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ გავასამმაგეთ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს“
8 საათის წინ
ომბუდსმენი – უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რის გამოც მათ უწევთ დატოვონ სახლები და თბილისში ჩამოვიდნენ

2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო, მაშინდელი რეჟიმი თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება