სამშაბათს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე ქ. თბილისში, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის ასი ათასი მოწამის სახელობის
მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის.

16:30 სთ. ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით წარსდგება
შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი “ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100000
მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა
ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს
ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე და ერთობლივი
ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ, წმინდან წინაპრებს.

გაზიარება