რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისთვის 10-მდე კარავი უკვე დადგეს.
ტერიტორიაზე რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ღამეს კარვებში გაათენებენ, ამით სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის მიმართ.

აქციაზე დაბრუნდა ზაზა სარალიძეც, რომელიც მანამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

პარლამენტის მიმდებრე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ისინი მოვლენათა განვითარებას აკვირდებიან. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა. ინციდენტის დროს საავადმყოფოში სარალიძის დედა გადაიყვანეს და შემდგომ ზაზა სარალიძეც

Please follow and like us: