ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა.
მისი თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან საავადმყოფოში ჯერ სარალიძის დედა გადაიყვანეს. შემდეგ ზაზა სარალიძე.
აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს. აქცია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. ზაზა სარალიძემ მერიას თხოვნით მიმართა, რომ აქციის ჩატარების უფლება დეკემბრის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა.