კომპანია „Google”-ის თანამშრომლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციები გენდერული დისკრიმინაციის, სექსუალური ზეწოლისა და რასიზმის წინააღმდეგაა მიმართული.

როგორც BBC იუწყება, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც New-York-Times – მაგამოაქვეყნასტატია, სადაცწერდა, რომსექსუალურიზეწოლისბრალდებითსამსახურიდანგათავისუფლებულ „Google”-ისყოფილვიცე-პრეზიდენტსენდირუბინსსკომპანიამკომპენსაციისსახით 90 მილიონიდოლარიგადაუხადა. რუბინსი ამ ბრალდებას ბინძურ კამპანიას უწოდებს, თვითონ “Google”-მა კი განცხადება არ უარყო.“Google”-ისა და “Alphabet”-ის მთავარმა ადმინისტრატორებმა, ლარი პეიჯმა და სუნდარ პიჩაიმ კომპანიის თანამშრომლებს ბოდიშის წერილი გაუგზავნეს, ასევე ისინი აცხადებენ რომ, სექსუალური შევიწროვების ბრალდებით გასული 2 წლის განმავლობაში გათავისუფლებულ იქნა 48 ადამიანი.

“Vox“-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კომპანიის მენეჯმენტი გასულ წელს წამოწყებული გრანდიოზული აქციის („მეც“-“MeToo” სექსუალური ზეწოლის წინააღმდეგ) მიუხედავად, არ ჩქარობდა სტრუქტურულ ცვლილებებს რასიზმისა და სექსუალური ზეწოლის შესაჩერებლად, ამიტომ კომპანიის თანამშრომლები თავად დადგნენ ერთმანეთის გვერდით. გამოსვლები  ტოკიოში მსოფლიოს დროით 1 ნოემბერს, 11 საათსა და 10 წუთზე დაიწყო და სწრაფად მოიცვა მთელი მსოფლიო-ციურიხი, ბერლინი, სინგაპური, ლონდონი,ნიუ-იორკი, დუბლინი.  პროტესტის, “Walkout for Real Change,” მონაწილეებს რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვთ მათ შორისაა როგორც სექსუალური ზეწოლის ფაქტების სამართლიანი შეფასება, ასევე, დირექტორთა საბჭოში დასაქმებულთა წარმომადგენლის შეყვანა და ინფორმაციის გასაჯაროვება იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანად ნაწილდება ხელფასები გენდერული და ეთნიკური ნიშნის მიხედვით. აქციების შესახებ ინფორმაცია“Guardian”-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

აქციის ორგანიზატორები მულტინაციონალური კომპანია “Google“-ის მსოფლიოს მასშტაბით არსებული ოფისებიდან ათასობით თანამშრომლის გამოსვლას ელოდებიან. როგორც ჩანს, თანამშრომლები გენდერულმა დისკრიმინაციამ წლების განმავლობაში გაანაწყენა.

“Google“-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით აქციის მონაწილეების მოთხოვნები კონსტრუქციუალია და კომპანია მუშაობს, რათა ეს იდეები სისრულეში მოიყვანოს.

ნინი ჭრიკიშვილი

გაზიარება