თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა.შ.-მ, 2018 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში სარაჯიშვილის ქუჩაზე, არასრულწლოვან გ.გ.-ს ძალადობის გამოყენებით გასტაცა 140 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.შ. 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის; იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინა. ა.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Please follow and like us: