„მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახნის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორგვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“ – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერიქსენ სორაიდემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის სამეფოს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, რა დროსაც სამუშაო შეხვედრა გამართა ნორვეგიელ კოლეგასთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნორვეგიისა და საქართველოს გამორჩეულ ურთიერთობებს. მინისტრებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახნის თაობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმპატით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბიზნესის საქმიანობის პირობებით საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ნორვეგიული ბიზნესისითვის. როგორც ერიქსენ სორაიდემ აღნიშნ,ა ეს არის ის ფაქტორები, რასაც მსხვილი ნორვეგიული კომპანიები აქცევენ ყურადღებას და საქართველო ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ინვესტიციების კუთხით ხაზი გაესვა უმსხვილესი ნორვეგიული კომპანიის ჩლეან Eნერგყ Gროუპ-ის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში განხორცეიელბულ ინვესტიციას და აღინიშნა, რომ ნორვეგია დაინტერესებულია ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და EFთA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.

განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ნორვეგიის ღია მხარდაჭერისთვის, ასევე დადებითი შეფასება მიეცა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით კეთდება IDP რეზოლუციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება. განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას, რომელსაც საფუძველი, მათ შორის ერიქსენ სორაიდეს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ჩაეყარა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ხალხთაშორისო კავშირების განვითარების შესაძლებლობას, მხარეები მიესალმნენ საქართველოთი ნორვეგიელი ტურისტების მზარდ დაინტერესებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა ნორვეგიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც მინისტრებმა განაცხადეს საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა შესაძლებელს გახდის მსგავს საკითხებზე უფრო ეფექტურ და შედეგიან კომუნიკაციას.

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნორვეგიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში და მოინახულებს ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს არქივების გამოფენას. ​

Please follow and like us: