4 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
4 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
4 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
4 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
4 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 5%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა.

„წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, თუმცა, ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში, 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს უფრო მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

Please follow and like us: