2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ხელისუფლების საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიღწევად უნდა ჩაითვალოს, -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
‘’ფინანსური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. მითუმეტეს, როდესაც ბოლო წლებია, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მთელი რიგი მკვეთრი რყევები, გადახდისუუნარობისა და გაკოტრებების ტენდენციებია’’, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე 4,.5-5%-ით იზრდება. ‘’ბუნებრივია უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენს რეგიონსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის’’, -აღნოშნა კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიღწევებში ფისკალური და საბიუჯეტო დისციპლინაც დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესს აღიარებს სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე, რომლის მაჩვენებელი გასულ წელს, დაახლოებით, 530 მილიონი დოლარით შემცირდა, ეს კი საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.
‘’სერიოზული მიღწევაა, რომ Doing Business-ის რეიტინგით, ‘’მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების’’ ინდექსით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები და 190 ქვეყანას შორიოს მე-6 ადგილზეა’’, – აღნიშნა კოვზანაძემ.

Please follow and like us: