ნებისმიერი ასეთი მასშტაბის პროექტი როგორიც ჰუდონ ჰესის მშენებლობაა გარკვეულწილად ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. გზის ან ელემენტალურად სახლის აშენებეაც კი, მოსახლეობის ერთ ნაწილში შესაძლოა დისკომფორტი და უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. თუ კი ქევყანას სურს, საკუთარი წინსვლა განახორციელოს, განვითარდეს თუნდაც ამ კუთხით ამ ჰესის აშენების არა მხოლოდ უარყოფით მხარეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება არამედ დადებითსაც,  აცხადებს ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკულ საკითხებში” დირექტორი, მურმან მარგველაშვილი.

„თბილისი თაიმსსმა“  მურმან მარგველაშვილს ჰუდონ ჰესის აშენების დადებითი და უარყოფითი მახრეების ახსნისთვის მიმართა:

ბატონო მურმან, რას წარმოადგენს ჰუდონ ჰესის პროექტი?

ჰუდონის პროექთი, ეს არის თბილისისთვის საკმაოდ დიდი ელექტროენერგიის გამომუშავება. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ელექტრონული გენერაცია, დაახლოებით 10 მილიარდს შეადგენს, ხოლო ჰუდონის პროექტი, ჩვენი ამჟამინდელი ელექტრო მოხმარების 14%-ით კიდევ უფრო მეტს შეადგენს. ამჟამად, რეალურად ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც განიხილება დღის წესრიგში. როგორც ჩანს, ზუსტად ეს პროექტი ორგანიზაციულად და ფინანსურად, ასევე პოლიტიკურადაც საჭიროებს დიდ ყურადღებას და ძალისხმევას ხელისუფლების და მოსახლეობის მხრიდან.

ვისი ინიციატივაა ამ ჰესის აშენება და მართალია თუ არა, რომ ინდოელი ინვესტორები არიან დაინტერებულნი?

სამწუხაროდ, ინვესტორთან დაკავშირებით საფუძვლიანი ინფორმაცია, თუ რამდენად სტრატეგიული ინვესტორია არ გამაჩნია. რაც შეეხება ინიციატივას, ავღნიშნავ, რომ ეს პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო დაწყებული. ენგურის დამთავრების შემდეგ,ჰუდონ ჰესი არის საკმაოდ გონებრივი განვითარება. გასათვალისწინებელია გარემოს დაზიანება, რის გამოც ჰესის აშენება კიდევ უფრო მნიშნველოვანი ხდება. მდინარის გამოყენება სწორი მიმართლებით ქვეყნის ეკოლოგიას გაუფრთხილდება და ენერგო მომარაგებას უზრუნველყოფს. საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა, ჰიდროენერგეტიკაზე დამოკიდებულებაა. მდინარის კაშხლები სწორად დამონტაჟების შემთხვევაში თავის ფუნქციას ენერგომომარაგებაში შეასრულებენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჰუდონის მომხრეები ამბობენ, რომ ჰუდონის აშენების შემთხვევაში ენერგომომარაგება 300 მილიონი კილოვატია, რაც თბილისის 2 თვის ენერგომოხმარებას შეადგენს. აქედან გამომდინარე, ორი ჰესი უფრო ოფტიმალურად მოგგვაწვდის ელექტროენეგრიას, ვიდრე ერთი ან ცალცალკე მდებარე ჰესები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჰუდონის აშენების იდეა, ლოგიკურია რომ დღის წესრიგში ჩადგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული ტექნიკა, დაგებული გზები და თუნდაც აშენებული კაშხლის ნაწილიც კი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროექტის ასრულებას ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებდნენ.

გვესაუბრეთ ჰუდონ ჰესის დადებით და უარყოფით მხარეებზე

ნებისმიერი ასეთი მასშტაბის პროექტი როგორიც ჰუდონ ჰესია გარკვეულწილად ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. გზის ან ელემენტალურად სახლის აშენებეაც კი, მოსახლეობის ერთ ნაწილში შესაძლოა დისკომფორტი და უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. თუ კი ქევყანას სურს, საკუთარი წინსვლა განახორციელოს, განვითარდეს თუნდაც ამ კუთხით ამ ჰესის აშენების არა მხოლოდ უარყოფით მხარეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება არამედ დადებითსაც. რათქმაუნდა აღსანიშავია, რომ ჰუდონის აშენება დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ხოლო უარყოფითი მხარე უფრო იმ კონკრეტული ადგილის ლოკალუი პრობლემა იქნება. თავისმხრივ საქართველო კი ვერ მიიღებს თავისთის საჭირო ენერგომომარაგებას.

ბატონო მურმან, რაში ხედავთ გამოსავალს, შედგება თუ არა კოჰაბიტაცია მაცხოვრებლების და ინვესტორების შორის?

გამოსავალი სავარაუდოდ, ორი მხარის კონსენსუსამდე მისვლაა. აუცილებელია, რომ ინვესტორმა აუხსნანს ადგილობრივ მოსახლეობას ის დადებითი მხარეები, რომელსაც გამოიწვევს ჰუდონის აშენება. შესთავაზოს მოსახლეობას ზუსტად ის უკეთესი პირობები, რომლის შემდეგადაც მოსახლეობა მიიღებს ამ პროექტის აშენების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე ერთი ძალა დიდ პრობლემებს შეუქმნის მეორეს. ხელისუფლებამაც უნდა გაუადვილოს მოსახლეობას გადაწყვეტილებას მიღება, გააზრებინოს თუ რა დადებითი შედეგბი მოყვება ამ ჰესის აშენებით.

რას ურჩევდით ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით?

რადგან ეს პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ელექტრომომარაგებისთის, ხელისუფლებამ და ასევე ინვესტორმა უნდა გამოთქვას ინიციატივა ამ საქმის მოგვარებაში, ხალხთან უნდა გავიდეს სალაპარაკოდ. ეს დაპირისპირება გადაიყვანოს რაციონალურ საწყისებზე, მისცეს საშუალება ხალხმა იმსჯელოს.
დღეს მე თუ მკითხავთ, ისეთი ნიშნებია, რომ ხელისიფლება თვითონაც არის გაყოფილი. გარემოს დაცვის და ენეგეტიკის სამინისტროები არიან დაყოფილნი და ფაქტიურად გახდნენ მხარეები, იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე იფიქრონ. ამიტომ მათ უნდა გადმოდგან ეს ნაბიჯი უკან, რასაც ნდობის ფაქტორის აწევა მოყვება და დაარეგულირონ სიტუაცია, რომელიც არაკვალიფიციური კადრების გამო არის შექმნილი. სიტუაცია უნდა იყოს კონსტრუქციული მუშაობის რეჟმში გადაყვანილი, მხოლოდ მაშინ იქნება გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება მხოლოდ უარყოთ და სავალალო შედეგებს მიიღებს, როგორც ენერგომომარაგების სფეროში ასევე ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომ პრობლემებს დაუდგება წინ.

 

Please follow and like us: