2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
5 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
5 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
5 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
5 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა ქართულ მხარეს. ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა.

 გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.

 აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და სწორედ ამ მიზნით 2014 წელს საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი. თავის მხრივ საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას 

Please follow and like us: