3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას შეეხებოდა. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, 2015 წელს დაიწყო სოვალდის პროგრამა 10,000 პაციენტისათვის და წელიწადნახევარია, რაც ამოქმედდა ჰარვონის კომპონენტი ყველა პაციენტისათვის.

მისი თქმით, დღეისათვის უკვე ტესტირებულია 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი, მკურნალობა გაიარა 50,000-მდე პაციენტმა და მათი 98% განიკურნა. პროგრამის 1-ელ ფაზაში უკვე გაიარა ტესტირება მილიონ ნახევარმა ადამიანმა, ანუ ჩვენი მოსახლეობის 40%-ზე მეტმა.

„ტესტირების შემდგომ სრული დიაგნოსტიკური პროცესი და მკურნალობა დაასრულა 50,000-მა ადამიანმა, ანუ პაციენტთა საერთო სავარაუდო რიცხვიდან 150,000-დან ერთმა მესამედმა.

რაც მთავარია, პაციენტთა 98% სრულად არის განკურნებული.

ჩვენ წინ გვაქვს 2 წელიწადზე მეტი და აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისათვის ჩვენ გავხდეთ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი იქნება აღმოფხვრილი. ანუ სარისკო ჯგუფის 90% იქნება ტესტირებული, გამოვლენილ პაციენტთა 95% იქნება მკურნალობაზე და მკურნალობის შემდეგ პაციენტთა სულ მცირე 95% იქნება სრულად განკურნებული.

ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი ბატონო ზურაბ – საქართველო მაინც იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ყველაზე ახლოს მივა ელიმინაციასთან 2020 წელს“, -მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილს მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიო უყურებს საქართველოს, როგორც წარმატების მაგალითს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ პაციენტთა თემთან ერთად 5 წლის წინ დაწყებული საქმე, რომელსაც ციხის კომპონენტში ხელმძღვანელობდა არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჯანდაცვის სექტორში პირადად ვხელმძღვანელობდი ამ ინიციატივას – დღეს ჩემი ქვეყნის გამორჩეული წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე. ვულოცავ ბატონ დავით სერგეენკოს, ბატონ ამირან გამყრელიძეს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა თუ თითოეულ სამედიცინო ცენტრში ამ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

Please follow and like us: