ევროპაში მზარდი ავიაკომპანია Wizz Air „ვარდისფერი“ პარასკევის სპეციალურ შეთავაზებას აანონსებს და 11-55 მოგზაური ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს 2018 წლის 15-22 ნოემბერს დაჯავშნულ ყველა რეისზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
Wizz Air მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს მოგზაურობის საუკეთესო შესაძლებლობები შესთავაზოს. თუ თქვენ ოჯახთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ, ან სულაც ბოლო წუთს მეგობრებთან ერთად ჯგუფური დასვენება გადაწყვიტეთ, Wizz Air-ის ფართო ქსელი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. რატომაც არ უნდა გაექცეთ კლებად ტემპერატურას და აღმოჩნდეთ თბილ, მზიან ზამთარში?! ან პირიქით, იქნებ ზამთრის კურორტებზე მოგზაურობა უფრო მოგწონთ და დროა, Wizz Air-ის შესაბამისი მიმართულებები დავჯავშნოთ?!
მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით და ახალი მოგზაურობა დაგეგმონ Wizz Air-ის საქართველოს ქსელში დღეს არსებული 21 მიმართულებიდან 14 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბერლინში, ვენაში, რომში, ბუდაპეშტში, ვარშავასა თუ პარიზში.