6 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ 2012 წლიდან აქტიურად ტარდება. ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ მუსიკოსებსა და ჯგუფებს გააცნონ საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას. ჯგუფი „ფაქტი“ წლებია აქტიურად ერთვება საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ მუსიკალურ ღონისძიებებში, რაც მათ საშუალებას აძლევს წარუდგინონ მსმენელს ის, რაშიც დიდ სიყვარულსა და შრომას დებენ.

 მოგვიყევით ჯგუფის ისტორია, როგორ დაიწყეთ შემოქმედებით საქმიანობა?

ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონის“ ორგანიზებით მივდიოდით ფესტივალზე გრემში. ბენდის წევრებს ანტონს (ესტონეთიდან) და ლევანს ადრეც ვიცნობდი. ავტობუსით მგზავრობისას ხუმრობით ვთქვით, რომ როგორც ბენდს ისე დაგვეკრა გრემში. დავიწყეთ სახელის მოფიქრება, ბევრმა იდეამ გაიჟღერა, თუმცა არცერთი იყო რიგიანი. ბოლოს უცბად ვთქვი მოდი „ფაქტი“ დავარქვათ თქო. ასე იყო ეს ამბავი.. იმის მერე შემოვრჩით

გყავთ თუ არა ფავორიტი ჯგუფი და რა გავლენა მოახდინა მან თქვენს მუსიკალურ სტილზე?

იდეაში სამივეს სხვადასხვა გემოვნება გვაქვს, მაგრამ ჩვენ თავში ვპოულობთ ძალას რომ საერთო აზზრზე შევჯერდეთ ხოლმე. ჩემი ფავორიტი ბენდია Arcade Fire, რომელიც ინდი როკის „მამად“ შემიძლია მოვიხსენიო. მუსიკაზე მუშაობისას, რა თქმა უნდა არის მომენტი, როდესაც გავლენას ახდენს მათი დაკვრის სტილი ჩემზე, თუმცა ვცდილობ, რომ მიმბაძველობა არ გამოვიდეს. ეს ჩემზე და ანტონის და ლევანის საყვარელი ბენდები, სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი

რამდენად ხშირად იღებთ მსგავს ფესტივალებში მონაწილეობას?

 მოგეხსენებათ მუსიკალური ფესტივალები საქართველოში ძალიან იშვიათად ტარდება. ერთადერთი არის „ქუჩის მუსიკის დღე“, რომელიც 2012 წლიდან აქტიურად ტარდება ყოველ წელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „The Fact” იმყოფებოდა სოხმეთში, ქალაქ გიუმრიში, ადგილობრივი მუსიკის ფესტივალზე, სადაც დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

იზრდება თუ არა მსგავსი ფესტივალებით ჯგუფისადმი ინტერესი? რაში გამოიხატება ეს?

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნებას, კერძოდ მუსიკას დაფასება არ აქვს. შეიძლება იყოს პატარა წარმატებები და გამონათებები, მაგრამ მხოლოდ დროებით. ალბათ ყველაფერი ფინანსებთან არის მაინც დაკავშირებული.

რამდენადაა სახელმწიფო დაინტერესებული მსგავსი ღონისძიებების ხელშეწტობით?

დღეს-დღეობით ნაკლებად. მაგრამ ამ ბოლო დროს სახელმწიფო შედარებით აქტიურობს მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობაში.

გაქვთ თუ არა ურთიერთთანამშრომლობა რომელიმე ქართულ ჯგუფთან?

ამჟამად არა

ჯგუფის გარდა, რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?

ამ ეტაპზე თავისუფალ დროს ვმუშაობთ.

რა გზას ხედავთ, რომ მომავალში გაიზარდოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაინტერესება მსგავსი ჯგუფებითა და ფესტივალებით?

მუსიკალური ფესტივალები უნდა მოეწყოს ხშირად როგორც თბილისში, ასევე მის გარეთ. როგორც ფეხბურთშია სკაუტი, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელს ეძებს, მასე უნდა იყოს აქაც. მოვძებნოთ ნიჭიერი მუსიკოსები და მივცეთ განვითარებს საშუალება. ამ X Factor-ების და The Voice-ბის არ მწამს დიდად.

რას გეგმავთ სამომავლოდ?

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რამდენიმე საავტორო სიმღერის დაწერას და Open Air-ზე მონაწილეობას.  იმედია გამოვა ყველაფერი.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს მუსიკალიურ სფეროში?

ვურჩევდი იმას, რომ არ უნდა შეეშინდეთ არაფრის. თავიდან რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შრომა მაინც დაფასდება ბოლოს, ალბათ თვით გიტარის სიმიც რომ გაწყდეს კონცერტის დროს მაინც ბოლომდე უნდა „შებერო“, ვითომ ასე იყო ჩაფიქრებული.

ნინი ჭრიკიშვილი

 

გაზიარება