3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო დასაგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, წარსულშინასამართლევი  გ.გ. და  1980 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვისნასამართლევი – ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. თბილისში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში კარის საკეტის გამღები ინსტრუმენტის  – ე.წ. “ატმიჩკის” გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს და მასში არსებული ნივთების დაუფლებას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ბინაშივე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გამღები მოწყობილობა  ნივთმტკიცებად
ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს

Please follow and like us: