თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 23:00 საათიდან 6 ოქტომბრის 23:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შეწყდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე. “5-6 ოქტომბერს თბილისობის სტუმრებისთვის გამოიყოფა პარკირების ადგილები რიყის პარკის ქვეშ ახლადგახსნილ მიწისქვეშა პარკინგზე, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება შესაძლებელი იქნება კრწანისის მოედნის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე”, – აცხადებენ მერიაში.
04.10.13