3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ, ყაჩაღურად თავდასხმის მიზნით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს, რომელსაც მართავდა ზ.ჯ. და მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან’’ მიყვანაზე შეუთანხმდნენ. გზაში მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ მძღოლს ავტომანქანა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განთავსებულ ე.წ. დევნილთა საერთო საცხოვრებელთან გადაახვევინეს, მ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ამოიღო, რის შემდეგაც მან და ი.ტ.-მ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულს 40 ლარი, ავტომანქანის გასაღები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. და ი.ტ. 2018 წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს. მ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო ი.ტ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ჯ.-ს 9 წლით, ხოლო ი.ტ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ვინაიდან ი.ტ. დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, იგი სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში მოიხდის.

Please follow and like us: