15 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
21 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
21 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
21 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 751.0 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ. აშშ დოლარს(19.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვაროქტომბერში
4 804.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 912.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 169.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია
(20.9 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.7 პროცენტს შეადგენს.
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 315.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 43.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 2 197.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (19.4 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 512.4 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.4 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.4 პროცენტი იყო.

Please follow and like us: