18 ნოემბერს, პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდა.როგორც “ინტერპრესნიუსს” საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფიდან აცნობეს, სამების ტაძარში, 56–ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 36 680 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 55-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 25 სექტემბერს გაიმართა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

გაზიარება