საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური შეხვედრა თბილისში ჩაატარა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულა. ანგარიში 59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა. მეორე გოლი კი მეტოქის კარში 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
მატჩის დასასრულს ყაზახეთმა საქართველოს საპახუხო გოლი გაუტანა, რომლის ავტორი ორალხან ომირტაევი გახდა.
ამრიგად, ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 16 ქულით დაასრულა და ერთა ლიგის ნახევარფინალს შინ ჩაატარებს.