ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მდებარე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოჯახის შვიდმა წევრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.

,,ექიმების შეფასებით, მძიმე დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო და მათ თბილისში გადაყვანას განიხილავენ. სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს. სამწუხაროდ, ხანძრით დაზარალებულებს შორის არის ორი ბავშვიც.“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

გაზიარება