დიდუბის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

ბოხუას ქუჩაზე 2438 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორია მავთულბადითა და რკინის კარკასით შემოსაზღვრა. განთავსდა ფეხბურთის კარის ბადეები, გულშემატკივრებისთვის კი, საჩრდილობლით ფერადი ტრიბუნები დამონტაჟდა.

ამ ეტაპზე, ინოვაციური ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა გარე განათების სისტემა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 312 811 ლარი გამოიყო.

გაზიარება