ქართველმა მებრძოლმა მონღოლი იჩინოჯო ტაკაში დაამარცხა. კიუშუ ბაშოს მეათე დღე ლევან გორგაძესთვის წარმატებული აღმოჩნდა. ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგე თავისი საყვარელი ილეთით – იორიკირით დაამარცხა. 227-კილოგრამიან სუმოისტს ქამარში ხელი ჩასჭიდა და დოჰიოდან გადაიყვანა. ამ ორი მებრძოლის ურთიერთდაპირისპირებაში ლევან გორგაძე ლიდერობს ბალანსით 5-14_ზე.

ტოჩინოშინის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 5 მარცხი და 5 გამარჯვებაა. მისი ხვალინდელი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა – ჩიოტაირუ იქნება.

მიხეილ ლუხუტაშვილი

გაზიარება