თბილისის ავტობუსებზე სამუშაოდ 19 ქალ მძღოლს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“  ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს   პირველ ეტაპზე მიღებული 10 ქალი გადამზადების პრაქტიკულ კურსს გადის, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული 9 ქალი – თეორიულ კურსს.

სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.

პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც ავტოსკოლის მიერ იფარება.

გაზიარება