დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-წმინდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურად შეაფასეს. აღინიშნა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განხორციელებულ უმაღლესი დონის ვიზიტებს. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა 2016 წელს რომის პაპის ვიზიტზე საქართველოში.

თავის მხრივ, პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს წმინდა საყდარში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
თამარ გრძელიძემ რომის პაპს, სპეციალურად მისი უწმინდესობისათვის, ქართველი ხატმწერის დავით ხიდაშელის მიერ შექმნილი წმინდა ფრანცისკეს ხატი გადასცა საჩუქრად.

გაზიარება