2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
3 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

გიორგი ორბელაძე – დღეს ყველასთვის ცნობილი ქართველი, როგორც ფიტნესსამყაროს აქტიური წარმომადგენელი.
ბავშვობიდან მოყოლებული, გიორგი აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევს – სხვადასხვა სპორტში ნაცადი, დღეს ქართული ბოდიბილდინგის საამაყო წარმომადგენელია. კალათბურთი, რაგბი და მარადიულად – ბოდიბილდინგი. თავიდან, ფიტნესით დაიწყო. სხვადასხვა დარბაზში სიარულით, მის მიზანს საკუთარი ფორმების შენარჩუნება წარმოადგენდა. მალევე, თბილისში მოქმედი ერთერთი ფიტნესდარბაზის მენეჯერი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა გიორგიმ, რომ ეს იყო გზა, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა – ნელ-ნელა, აგხდა პროფესიონალი. 2016 წლის საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადა, გაიარა ექვსთვიანი მზადება და გაიმარჯვა ამავე ჩემპიონატზე. სწორედ ეს იყო მისი წარმატებული გამოსვლა სცენაზე, ბოდიბილდინგის სამყაროში, სადაც გახდა საქართველოს ჩემპიონი.

მეორე წელს, კვლავ მიიღო მონაწილეობა – კვლავ გაიმარჯვა. უკვე მომავალ წელს კი მონაწილეობა „მისტერ ოლიმპიადაზე“ მიიღო, სადაც უკვე, საერთაშორისო მასშტაბით, მეორე ადგილი დაიკავა.”თბილისი თაიმსს” გიორგი მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

რა სირთულეებთან ასოცირდება ბოდიბილდინგი და რა შეზღუდვების დაწესება გიწევს საკუთარი თავისთვის?

როგორც აღვნიშნე, სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული. გავლილი მაქვს მზადება სპორტის არაერთ სახეობაში. ბოდიბილდინგის მზადება კი გახლავთ ყველაზე რთული პროცესი, რაც კი რომელიმე სპორტის სფეროში გამივლია. ეს იმიტომ, რომ გარდა ფიზიკური შრომისა და მზადებისა, გიწევს, იყო, ფაქტობრივად, ექიმი საკუთარი თავისთვის იმიტომ, რომ მხოლოდ ვარჯიშით ვერ მიაღწევ სპორტსმენი იმ შედეგს, რა შედეგიც სცენაზე უნდა გაიტანო. ამას სჭირდება დიეტები, სჭირდება კომპლექსური დანამატების შერჩევა, რომლებიც უნდა მიიღო საათობრივად. გაწერილი გაქვს დღის რეჟიმი.
შედეგზე გასვლას სჭირდება სწორი კვება, სპორტული დანამატები, დასვენება – ეს არის ის მთლიანი რეჟიმი, რომელიც არ უნდა დაარღვიო თვეების განმავლობაში. ამ დროს, მთლიანად გადართული ხარ საქმეზე და, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ძალიან რთულია. ბუნებრივია, ფიზიკურად ძალიან რთული ამ ყველაფრის გაძლება და ბოლომდე მიყვანა. ამიტომ, ყველას ეს არ შეუძლია. ვისაც შეგვიძლია, მხოლოდ ისინი ვაჩვენებთ სცენაზე იმ მიღწევებს, რასაც ჩვენ დარბაზში დიეტებით ვაღწევთ.

პროფესიული ზრდისთვის, პირადად შენთვის, მოტივატორი რა არის?

მე მოტივაციას ყოველთვის მაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველო ფიტნესი, ნელ-ნელა, მკვიდრდება. ანუ ჩემი ერთერთი გამოწვევა არის ის, რომ, ჩემი მხრიდან, ხელი შევუწყო საქართველოში ფიტნესის კულტურის ჩამოყალიბებას. ამისთვის, გარდა იმისა, რომ ადამიანებს ვამზადებ, მაქვს ინტერნეტგვერდი, სადაც აქტიურად ვცდილობ, არა მხოლოდ, ჩემი შედეგებისა და მიღწევების ჩვენებას (რაც, ბუნებრივია, ბევრისთვის შეიძლება, გახდეს მოტივატორი), არამედ ვცდილობ, ხალხს ვაჩვენო, როგორ უნდა ივარჯიშოს სწორად, როგორ უნდა იკვებოს, რა არის მთავარი ამ სპორტში და ა.შ.ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ის, რომ, რაც შეიძლება, მეტად პოპულარული გახდეს ფიტნესი საქართველოში.

ამ ეტაპზე, რა დონეზეა გავითარებული საქართველოში ბოდიბილდინგი?

ნელ-ნელა, ის იკიდებს ფეხს. რა მდგომარეობაც, ამ მხრივ, ხუთი წლის წინ იყო, დღეს ის ბევრად გაუმჯობესებულია. ბევრად მეტი ადამიანი ვარჯიშობს, უამრავი ახალგაზრდაა ჩართული. რაც სასიხარულოა, არის ის, რომ, გარდა ახალგაზრდებისა, ზრდასრული, ხანშიშესული ადამიანებიც არიან დაინტერესებულნი. ანუ, ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ. კვირაში სამჯერ მაინც, ერთი-ორი საათი დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სილამაზეს. ეს კი ნამდვილად საჭიროა.
თუ ქართულ რეალობას ევროპისა და ამერიკის რეალობას შევადარებთ, ჯერჯერობით, ბევრად ჩამორჩენილები ვართ, მაგრამ ეს ტენდენცია, ნელ-ნელა, იხვეწება. პირობითად რომ ვთქვა, თუ ამერიკაში მოსახლეობის, დაახლოებით, 51 % ვარჯიშობს, თბილისში, ჩემი ვარაუდით, 1-2 % არის ჩართული ამ სფეროში. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანასა და დედაქალაქს აქვს იმის რესურსი, რომ ბევრად მეტი ადამიანი იყოს ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში.

მიღწეულ წარმატებებზე რას გვეტყვით?

ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი გახლავთ ბოლო შეჯიბრი. ეს არის „მისტერ ოლიმპია“. ის არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც, ამ მიმართულებით, ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრია. კონკურენცია არის ყველაზე მაღალი და წარმატების მიღწევაც ძალიან რთულია. ჩასული იყვნენ მთელი მსოფლიოდან. მონაწილე ძალიან ბევრია – ძალიან ბევრი კარგად მომზადებული მონაწილე. ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო ამხელა კონკურენციის პირობებში წარმატების მიღწევა. ამას დიდი ხნის მანძილზე ველოდი.

ამ მიმართულებით, სამომავლოდ, რას გეგმავთ?

ჯერჯერობით, არცერთ შეჯიბრზე გასვლას არ ვაპირებ იმიტომ, რომ მინდა, ჩემი ორგანიზმი დავასვენო. ამ სფეროს რაც შეეხება, ჯერჯერობით, მე აქ ვმოღვაწეობ და ყველანაირად ვეცდები, მეტი პოპულარობა და მეტი აქტივობა შევძინო ამ სპორტს. მაქვს სხვადასხვა გეგმა, რომელთა გახორციელებითაც შეიძლება, ეს გამოვიდეს – არამხოლოდ დარბაზში მუშაობით, არამედ – სხვა აქტივობებით, რომლებსაც ვგეგმავ, როგორც კი დრო მექნება.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება