ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე იაპონელი ჩიოტაირიუ იყო, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა. ბრძოლა ტოჩინოშინის უპირატესობით წარიმართა.
კიუშუ ბაშოს მე-11 დღე ლევან გორგაძეს ბალანსი დადებითია – 5 მარცხი და 6 გამარჯვება.
შემოდგომის ბაშოს მე-12 დღეს ქართველი სუმოისტი ტაკაიუსუს დაუპირისპირდება. იაპონელი მებრძოლის ბალანსი ბაშოზე 2 მარცხს და 9 გამარჯვებას მოითვლის.
მიხეილ ლუხუტაშვილი