ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩისას, რომელშიც შვედეთის ნაკრები რუსეთს მასპინძლობდა, „ფრენდს არენა“-ს ტრიბუნაზე, საქართველოს დროშები ფრიალებდა.
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმსში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს და ტრიბუნაზე საქართველოს დროშები გამოფინეს. აქციის ორგანიზატორები, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ პოსტს, სადაც ტრიბუნაზე მყოფი ადამიანების სურვილებია გადმოცემული.
მონაწილეთა თქმით, სამშობლოდან მოშორებით მყოფი ემიგრანტები ვერ დააფიქსირებენ პროსტესტს საოკუპაციო ხაზზე და სწორედ ამიტომ, ფიქრობენ რომ, ყველგან სადაც საშუალება მიეცემათ მართებულია შეახსენონ ოკუპანტებს ეს ამბავი და თამამად გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
ნინი ჭრიკიშვილი