კიუში ბაშოს მე-12 დღეს ქართველი ოძეკი დამარცხდა. ლევან გორგაძის მოწინააღმდეგე იაპონელი ოძეკი ტაკაიასუ აკირა იყო. ტაკაიასუმ ტოჩინოშინი უვატენაგეთი დაამარცხა, რაც მოწინააღმდეგის დოჰიოდან გადაგდებას გულისხმობს.
ტოჩინოშინის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 6-6_ზეა. მას კიდევ 3 ბრძოლა დარჩა გასამართი. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე მონღოლი მებრძოლი, აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივა იოშიმორი იქნება.
მიხეილ ლუხუტაშვილი