ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია კონკურსები, რომელთა ამოცანაც ახალი, საინტერესო, ნიჭიერი, ინდივიდუალური, თვითნასწავლი, გამორჩეული და ყველა სხვა დადებითი მახასიათებლის მქონე ადამიანის აღმოჩენაა. ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ საქართველო ასეთი ადამიანების ნაკლებობას უჩივის. მაგრამ, მსმენელისთვის ის შემსრულებელია განსაკუთრებულად საინტერესო, რომელიც სხვებს არ ჰგავს, სხვებს არ ბაძავს და რომელიც არ ცდილობს, გააკეთოს ის, რაც მას არ ეკუთვნის.

საინტერესო იმიჯი, შესრულების განსხვავებული მანერა და, აბსოლუტურად, გონიერი შესრულება – ყველა სხვა საჭირო და აუცილებელ მახასიათებელთან ერთად, ალექს კიკვიძე ინდივიდუალიზმის სრულყოფილი ნიმუშია – იმ მოცემულობის ნიმუში, როდესაც არ იცი, რა მოგწონს მასში კონკრეტულად და რატომ მოგწონს ის კონკრეტულად. საუკეთესო ემოცია კი ის არის, როცა სიტყვებით ვერ გადმოსცემ – რატომ და როგორ.

ასე, თუ ისე, ალექს კიკვიძემ საკუთარი პირველი ნაბიჯიდანვე მაყურებლის უდიდესი ნაწილის კეთილგანწყობა და გულშემატკივრობა მოიპოვა. მოიპოვა საკუთარი გულახდილობითა და ბუნებრივობით. იმ გულახდილობით, რომელსაც მსმენელი უპირველეს ყოვლისა ხედავს. საკუთარი გამოჩენისთანავე, შესრულებისთანავე, ის ხალხის რჩეული გახდა.

პროფესიით მუსიკოს ალექსს მეუღლე – თამთა (მეფის ცოლი) და ორი შვილი -ლუკა და ნანო ჰყავს.

მისთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ჟანრის კონკრეტულობა კომფორტს არ განსაზღვრავს: „ჟანრი ჩემთვის დიდ როლს არ თამაშობს. მე ვარ თვით ჟანრი და მსმენელმა ის დაარქვას ჩემს სტილს, რაც მას თავად სურს“.

საინტერესოა, როგორია ალექს კიკვიძის პირველი ნაბიჯები დიდ მუსიკალურ სამყაროში?

თავდაპირველად, დედას დავყავდი ფორტეპიანოზე, ქუთაისში. მაგრამ შევეშვი – თითებს მარტყმევინებდა, ასე აიღე აკორდიო. მერე სტუდიაში დავიწყე სიარული, სადაც რამდენიმე კონცერტზე გამოვედი. ამის შემდეგ, თბილისში ჩავაბარე საცირკო-საესტრადოზე ვოკალის განხრით. ჩემს მთვარ მუსიკალურ წარმატებად იმას მივიჩნევ, რომ ყველასგან განსხვავებული ვარ. ჩარჩოები ჩემგან შორს არის.

ალექსი და გულშემატკივარი – რას ნიშნავს ეს ურთიერთობა შენთვის?

ჩემი უბრალოების გამო შევუყვარდი საქართველოს. მე მათ ჩემს მეგობრებად მივიჩნევ და არა – ფანებად.

ჩვენს ქვეყანაში შენ უკვე ბევრი გიცნობს, როგორც „მეფეს“. რატომ „მეფე?

დავიწყოთ ჩემი ოჯახიდან. ჩემი ოჯახის წევრები განსხვავებულები არიან – არიან, როგორც, ლამაზები, ასევე – მოაზროვნეები. მატერიალური მხარის მიუხედავად, მაინც ვახერხებ მათი ფსიქოლოგიური მახასიათებლების გაძლიერებას. მე ვაკეთებ იმას, რაც გულით მტკივა. ამას სიმღერით გავაგებინებ საქართველოს. სხვამ ჭამოს ხინკალი და მეფე მე ვიქნები.

მისმა ბევრმა გულშემატკივარმა არ იცის ის, რომ „მეფის“ ერთ-ერთი გამორჩეული საქმიანობა სამზარეულოს ეხება. კულინარია ალექს კიკვიძის  საკმაოდ ძლიერი მხარეა. „სახლში, ხშირად, მე ვამზადებ და საკმაოდ გემრიელი კერძები გამომდის. „მეფის ცოლს“, ამაყად ვიტყვი, რომ ვჯობნი“.

ალექსისთვის ყველაზე ახლობელი ინსტრუმენტია გიტარა, მაგრამ არც კლავიშისგან, ბასისა და დრამისგანაა შორს.

რა მუსიკალური გეგმები გაქვს?

ჩემი უმთავრესი მუსიკალური გეგმაა, რომ ჯერ საქართველოს გავაცნო ჩემი სიმღერები. მე ქართულად ვწერ და მინდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანო ჩემი შემოქმედება. და მინდა, რომ ამით საქართველომ იამაყოს. ჯერჯერობით, არ მაქვს იმის პირობები, რომ ჩავწერო ეს სიმღერები. თქვენ ვერ წარმოიდგენთ – ინსტრუმენტიც არ მაქვს და, ისე, სადმე, ვიმახსოვრებ და ვაფიქსირებ. ამიტომაც „მეფე“.

 „ჩემი შვილები მამის კვალს მიყვებიან. მე თუ არა, ისინი დაამტკიცებენ მამის „მეფობასა“ და საქართველოს სიყვარულს.

მარიამ ტიელიძე

 

გაზიარება