კიუშუ ბაშოს მე-15 დღეს ტოჩინოშინი შოჰოზანს შეხვდა. დაძაბული ორთაბრძოლა ორჯერ შეჩერდა მატას გამო – მსაჯმა ორჯერ შეწყვიტა ორთაბრძოლა გაურკვეველი მიზეზებით. 3-ჯერ მოუწიათ შეჯახება მებრძლებს, 3-ივე ჯერზე ტოჩინოშინმა გადაიყვანა მოწინააღმდეგე დოჰიოდან, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება შოჰოზანს ჩაუთვალეს. მიზეზი გახდა ის მომენტი, როდესაც ლევან გორგაძემ დოჰიოს საზღვარსფეხი დააბიჯა. უცნაურია, რომ მაგ შემთხვევის შემდეგ ისევ გაგრძელდა ბრძოლა და სწორედ მაშინ გაიხსენეს ეს შემთხვევა მსაჯებმა, როცა შოჰოზანი დოჰიოს გარეთ აღმოჩნდა.
ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა – 8 გამარჯვება და 7 მარცხი. ეს შედეგი ქართველი მებრძლისთვის საგანგაშო არ არის, რადგან შემდეგი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დასრულების შემთხვევაში ოძეკის წოდება მაინც შეუნარჩუნდება.
კიუშუს ბაშოს გამარჯვებული იაპონელი ტაკაკეიშო გახდა. 22 წლის მებრძოლი იმპერატორის თასს სულ რაღაც 22 წლის ასაკში დაეუფლა.
მიხეილ ლუხუტაშვილი