ეგვიპტეში ვიზიტი დაასრულა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა.
ბოლო შეხვედრა მას კაიროში ჰქონდა სამხედრო ხუნტისა და ”მუსლიმანი ძმების” ლიდერებთან. ბრიუსელი ყველა ეგვიპტურ დაჯგუფებას დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას სთხოვს.
კაიროდან გამგზავრების წინ ეშტონმა განაცხადა რომ, ეგვიპტის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ისინი არც ერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარს და ამ მხრივ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებენ.
06.10.13