მთელი ღამის განმავლობაში, ლაივ რეჟიმში გვექნება განახლებული შედეგები და გექნებათ შესაძლებლობა, წინასწარი შედეგების შესახებ ეტაპობრივად მიიღოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32%. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია სულ 289 საჩივარი.
„ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსული საჩივრების რაოდენობა არის 289. საჩივრების შეტანას თავისი წესი აქვს. ოქმის შედგენიდან 2 დღის განმავლობაში ისინი შეიძლება წარდგენილი იყოს საოლქო საარჩევნო კომისიებში. შესაბამისი კომისიები მას იხილავენ 2 დღის ვადაში და ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში მზად იყო, რეაგირება მოეხდინა ნებისმიერ პროცედურული ხასიათისა თუ სხვა ტიპის ხარვეზზე. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ საჩივრებზე, რომლებსაც ექნება არსებითი საფუძვლები, ყველა მათგანი განხილული იქნება და კანონით დადგენილ ვადაში შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.