30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი სიმფონია-გამოფენა „ხმა“ განხორციელდება.

„სიმფონია-გამოფენა“ მულტიმედიური ექსპერიმენტული პროექტია, რომლის მიზანიც ახალი მუსიკალური ჟანრის სიმფონია-გამოფენის შექმნაა. ამისათვის, მომზადებულია ექვსი საექსპოზიციო ინტერაქტიული ობიექტი – აღნიშნულ სივრცეში გადაადგილებითა და აქტივობით, დამთვალიერებელი მუსიკალური კომპოზიციის განვითარებას თავად განსაზღვრავს, ხოლო სეანსის ბოლოს დამთვარიელებელს ქანდაკება-ინსტრუმენტზე “ხმა” იმპროვიზირების საშუალება მიეცემა გიდ-პერფორმერთან ერთად.

პროექტი მუსიკის ვიზუალიზაციასაც გულისხმობს – ინსტალაციებს ახლავს სპეციალური განათება და ოპტიკური ეფექტები, რომლის მეშვეობით, სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მუსიკა თვალის მეშვეობით აღიქვან, შესაბამისად, დინამიკისა და რიტმის ცვლადობა ქმნის “ვირტუალური მუსიკის’’ ილუზიას. ასევე, ერთ-ერთ ინსტალაციასთან, იატაკქვეშ დამონტაჟებული იქნება სენსორული ხელსაწყო, რომელთა დახმარებით შესაძლებელია დაბალი სიხშირის რიტმული ნახაზის იმპროვიზირება.

„სიმფონია-გამოფენას“ კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიანი დარბაზი უმასპინძლებს. პერფორმანსები 18:00 საადიან 20:00 საათამდე მოეწყობა.

Please follow and like us: