საქართველოში სულ უფრო ვითარდება ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი და შესაბამისად, კიდევ უფრო იხვეწება მუსიკოსთა სტილიც. საინტერესო იმიჯის შექმნა და შემოქმედებაში საკუთარი ემოცების სრულყოფილად გადმოცემა ერთგვარი ნიჭია, რომელიც დაუღალავ შრომასა და განვითარებას მოითხოვს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ლევან ქათამაძეს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მუდმივად მიისწრაფვის სიახლეებისაკენ და ცდილობს, შემოქმედებაში მკვეთრად გადმოსცეს საკუთარი სათქმელი.

როგორ დაიწყეთ მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობა?

ბავშობაში ჩემმა ფორტეპიანოს პედაგოგმა შემაყვარა მუსიკა, ასევე ვოკალსა და გიტარაზე დავდიოდი რაღაც პერიოდი, რის შედეგადაც მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ ბენდიThe Fact / ფაქტი ჩამოგვეყალიბებინა მეგობრებს. ამავდროულად დაინტერესებული ვიყავი ელექტრონული მუსიკის წერითაც და აქტიურად ჩავერთე ამ საქმეში.

ხართ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და DJ, საქართველოში ძირითადად ფოლკლორით არიან გატაცებულნი, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ელექტრონული მუსიკისადმი?

ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობა ნაკლებად არის ფოლკლორით გატაცებული, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენი ფოლკლორული მუსიკა არის მართლაც უნიკალური მთელს მსოფლიოში და ჩვენ მას აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ, ხოლო რაც შეეხება ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესს, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ელექტრონული მუსიკის საწერი პროგრამა გადმოვწერე, რამაც ეგრევე გამიტაცა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში ეს სფერო საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება. ტარდება უამრავი ფესიტივალი და ღონისძიება, სადაც შესაძლებელია მსოფლიოში წამყვანი DJ პროდიუსერების გამოსვლაზე დასწრება, ეს კი დიდი მოტივატორია ჩემთვის.

ახლახანს გამოქვეყნდა თქვენი ახალი კრებული POWER INSIDE, მოგვიყევით მის შესახებ.

ეს ჩემი რიგით მე-3 მინი-ალბომი არის, რომელიც ბრიტანულ ლეიბლ „Vintage Music Label”-ზე გამოქვეყნდა.ალბომი 3 ტრეკისგან შედგება, რომელიც მელოდიურობით გამოირჩევა წინა ალბომებისგან. მის გამოქვეყნებას საკმაოდ დიდი ხანი ველოდი, ამ წლის იანვრიდან დავიწყე მასზე მუშაობა და ვქიფრობ, რომ ჩემი მთავარი სათქმელის გადმომეცა შევძელი.

გაქვთ თუ არა მუდმივი კავშირი რომელიმე კომპანიასთან, კერძო პირთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ალბომებს?

დიახ, რა თქმა უნდა. ესენი არიან უცხოური მუსიკალური კომპანიები, ივივე „ლეიბლები“, რომლებიც ყველანაირად მხარში დგანან მუსიკოსთან. ეს მათი მთავარი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოში რამდენადაა საზოგადოება დაინტერესებული ელექტორნული მუსიკით?

როგორც ვახსენე, ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ხალხის დიდი ინტერესით არის გამოწვეული და მოხარული ვარ, რომ ამ განვითარებაში მეც შემაქვს მცირედი წვლილი.

მუსიკოსისთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია მსმენელი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარი კავშირია თქვენსა და მათ შორის?

ფაქტია, რაც უფრე მეტი დრო გადის, მით უფრო მყარ კავშირს ვგრძნობ, ეს კავშირი ჩემი საქმიანობის ამომავალი წერტილია. ასევე ვთვლი, რომ მუსიკოსსა და მსმენელს შორის არსებული კავშირი მუდამ უნდა ღრმავდებოდეს და იზრდებოდეს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

საკმაოდ ბერვი გეგმაა, რაც უკვე წინასწარ მაქვს დროში გაწერილი. ამ ეტაპზე ვიტყოდი ერთ-ერთ მათგანს – 2019 წელს საკუთარი ლეიბლის ჩამოყალიბება მინდა, რომელიც კონკრეტულ ჯჟერადობაზე იქნება ორიენტირებული.

ნინი ჭრიკიშვილი

გაზიარება