დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა, რომელიც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს იმართება.

ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ცხრა ქვეყნიდან სტუმრობენ.

თბილისის მერმა ფორუმის ორგანიზატორებს, მომხსენებლებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისასყურადღება ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.

„ღონისძიება ღამის მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ურბანული დაგეგმარებისა და მართვის სწორი ფორმის შემუშავებას ისახავს მიზნად, რაშიც შესაბამისი  ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის მთავარი მიზანი ღამის ეკონომიკის კონცეფციის განსაზღვრა, ქალაქში აუთვისებელი სივრცეების გააქტიურების გზების მოძიება, ადგილობრივი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ვიზიტორების ჩართვა და ღამის თბილისის იმიჯის გაუმჯობესებაა.გარდა ამისა, ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენსღამის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა შორის, წარმატებული მაგალითების განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა, ინფრასტრუქტურისა და ღამის ტრანსპორტის განვითარება განიხილება. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, თუმცა ეს საკმარისიარ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“, როგორც ადგილობრივი ექსპერტებისთვის, ასევე, უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო და პროდუქტიული ღონისძიება იქნება.

„საქართველო პატარა ქვეყანაა. ქართველებიცოტანი ვართ, თუმცა სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, დიდი გული და მრავალფეროვანი სამზარეულოგვაქვს, რომლითაც, ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩებით. ჩვენს დედაქალაქში შეგიძლიათ, ნახოთ ძველი თბილისი, ასევე, თუ როგორ ერწყმის ძველი და ახალი ერთმანეთს. გვაქვს ბევრი ისტორიული ძეგლი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. გვსურს, საუკეთესო ქალაქების მაგალითები გავიზიაროთ,სადაც აღნიშნული მიმართულება განვითარებულია და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიაგადადგმული“, – განაცხადა თბილისის მერმა და ფორუმის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის“ მიზანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალაქის დაგეგმარებისა და სწორი მენეჯმენტის საკითხებზე ფართო დიალოგის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული კუთხით წარდგენა, ასევე, ქალაქში აქამდე უცნობი ადგილების გამოცოცხლებისა და გააქტიურებისთვის სხვადასხვა გზების მოძიებაა.

ფორუმის ფარგლებში, ძირითადი განსახილველი საკითხები ქალაქგეგმარებასა და მართვას შეეხება. ღონისძიების მონაწილეებიუკეთესი ურბანული, მდგრადი და ხელსაყრელი გეგმის შემუშავებისთვისმენეჯმენტისა და დაგეგმარების სხვადასხვა  მეთოდოლოგიებს განიხილავენ. ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები კი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან და ექსპერტებთან ერთად,სტუმრებსთავიანთ სფეროში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ასევე, პირველად ტარდება ფესტივალი – Newon, რომელიც ქართველი არტისტებისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალის ლოკაციაახლადაღდგენილი ინდუსტრიული არტ ჰაბი ELEKTROWERK-ია.

გაზიარება