2018 წლის 28-30 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიხსნა საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: გერმანიის, საბერძნეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიეტუვას საჯარო მმართველობის ექსპერტები.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, პროფესორი ეკატერინე ქარდავა.
სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციაზე განხორციელდა საჯარო სამსახურის ქართული მოდელის მეცნიერული საფუძვლების ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოიკვეთა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების მოდელი და მისი ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმები. სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შემუშავდეს მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების მხარდამჭერი რეკომენდაციები.
30 ნოემბერს კონფერენციის მესამე, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სტუდენტები იღებდნენ. შეხვედრის მიმდინარეობა დაიყო სამ სესიად, თითოეულს კი ხელმძღვანელობდა თავჯდომარე: „საჯარო მოხელე, როგორც პროფესია და მისი ძირითადი მახასიათებლები.“ – პაატა ტურავა. „მოხელის სწავლება, როგორც საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ინსტრუმენტი.“ – ვალერი მოდებაძე. „საჯარო ფინანსების ხარჯვის კონტროლის ინსტრუმენტები ხარჯ-შედეგიანობის პრინციპის საფუძველზე.“ – ლევან ქისტაური, ნინო ჭოველიძე.
უშუალოდ კონფერენციის დასრულებისას სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.