მეც ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან უცხოური დელეგაციებიც.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება