ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

ქართული ნატურალური პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გადაწყვეტილება ფორუმის პარალელურად მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს. გამოფენაში „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 15-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სპეციალურად საქართველოსთვის მოწყობილ პავილიონში ქართული ნატურალური პროდუქტები იყო წარმოდგენილი.

ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ჩინეთში ექსპორტის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ძიანგსის პროვინციაში არსებულ ქართული კულტურისა და ღვინის სავანეში შედგა. ხელშეკრულებებს ხელი ქართული მხრიდან კომპანია „Georgian Olive”-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ, კომპანია „Askaneli Brothers”-ის დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ, კომპანია „ნიკორას“ დამფუძნებელმა პარტნიორმა დავით დუმბაძემ, ჩუნური მხრიდან კი ძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებმა მაწერეს.

გაზიარება