3-6 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ. კაბერაში) სამუშაო ვიზიტით ეწვია ახალ ზელანდიას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ადგილობრივ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის განყოფილების დირექტორთან, რობ ტეილორთან და ახალი ზელანდიის პარლამენტში ევროპასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებთან, ენ ტოლისთან (წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოადგილე) და მარია ლუბეკთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე და დასხული იქნა სამომავლო გეგმები.