16 საათის წინ
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
16 საათის წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
19 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
19 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
19 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

“ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით, 3-7 დეკემბერს, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის” ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მოადგილესთან, რუფიზ ჩირაგზადესთან, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, ოთარ შამუგიას შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და “საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის” სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

განიხილეს საქართველოს კანონონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანზიაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე. კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძამზე, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლადმოსაწყობი თეძამის წყალსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, 25 საირიგაციო სისტემის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და წყლის ტარიფების (მათ შორის ტექნიკური და ჰესებისთვის) გაანგარიშების დაფინანსების საკითხებზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყანას გაუწიონ გარკვეული დახმარება და განიხილონ ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსების საკითხი.

გაზიარება