ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, საიდანაც ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ნიკა რურუას ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ, რომელმაც ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა.

ნიკა რურუას დაკრძალვას დაესწრნენ მისი მეგობრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ნიკა რურუა სხვადასხვა დროს იყო კულტურის მინისტრი, ასევე პარლამენტის წევრი

გაზიარება