6 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
16 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

ამ წუთებში მოქალაქეების ნაწილი იუსტიციის სახლთან  უცხოელებზე მიწის გაყიდვას აპროტესტებს.შესაბამისად იუსტიციის სახლის შესასვლელი ნაწილი დაკეტილია. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს.

იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, რომ არ დაუშვან სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება.

ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. „ქართული მარშის“ გარდა, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იუსტიციის სახლთან შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

Please follow and like us: