7 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
8 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
17 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და  ჩოგან ბადით გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. შედეგად, 20კგ სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

Please follow and like us: