6 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
16 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „შჰანგრი-Lა’ს Eროს Hოტელ“-ში (ჩაფé Lაწნ, Oპენ Gარდენ) საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე.

არჩილ ძულიაშვილმა ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მიღების ფარგლებში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტო-გამოფენა.

საღამოს ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანი (მინისტრის მოადგილე), ა. გიტეშ სარმა (Mრ. A. Gიტესჰ შარმა, შეცრეტარყ (ჭესტ, ) და ინდოეთის მთავრობის სხვა წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს საპატიო კონსულები.

Please follow and like us: