არაფორმალური განათლების ცენტრი/non-formal education center-ის ორგანიზებითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 9 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“. შეხვედრა მისალმებით გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა კეჟინაძემ, მოხსენებები წარმოდგენილი იყო ისეთ თემებზე როგორებიცაა: განათლების ადგილი და როლი საზოგადოების განვითარებაში, ტექნოლოგიები უკეთესი განათლებისათვის, სექსუალური განათლების მიღების აუცილებლობა, ინკლუზიური განათლება და მშობელთა ჩართულობის როლი სწავლის გაუმჯობესებისათვის.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების პედაგოგებმა, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა. შეხვედრის ბოლოს თითოეულ მომხსენებელს გადაეცა სერთიფიკატი.
ნინი ჭრიკიშვილი