საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან.

შეხვედრების ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივებსა და ქალაქ ტირგოვიშტესა და ერთ-ერთი ქართული ქალაქის დაძმობილების საკითხს.

Please follow and like us: