ამის შესახებ ინფორმაციას ACT, IDFI-ზე დაყრნობით, ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. მონაცემების მიხედვით, დასაქმებულ მოსახლეობაში დაქირავებით მომუშავე შშმ პირების წილი 13,8%-ია, ხოლო თვითდასაქმებული შშმ პირების წილი – 86,2%.
მსოფლიო 1992 წლიდან 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს ინიციატივით დაარსდა. ეს დღე მიზნად ისახავს შშმ პირებისადმი მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე ყურადღების გამახვილებას.