3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, რითაც სახელმწიფომ ვალდებულება აიღო გაატაროს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომები, რომლებიც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. ამჟამად შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი დგას დღის წესრიგში, რომლის თაობაზეც იმსჯელეს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, „ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარება და მისი ამოქმედება უკეთ უზრუნველყოფს როგორც კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას, ასევე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ეს იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის თვისობრივად ახალი, უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მთავრობასთან ერთად სამუშაო პროცესში განვიხილოთ წარმოდგენილი ოქმი, რათა საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში რატიფიცირებისათვის დახვეწილი დოკუმენტი შემოვიდეს“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Please follow and like us: